ხანდოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ენის ანბანის სწავლა ზეიმით დაიწყეს
25-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ენის ანბანის სწავლა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის პირველ კლასში, ტრადიციულად, ზეიმით შემობრძანდა სომხური ანბანის პირველი ასობგერა - „ა“.

პატარებმა ლექსებით, სიმღერებითა და ხატოვანი გამონათქვამებით ხოტბა შეასხეს მშობლიურ ანბანს. პედაგოგმა ბავშვები სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობაში ჩართო და მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე იზრუნა.

„ანბანის შემობრძანების“ ღონისძიება ჩვენს სკოლაში ყოველ წელს ტარდება. ამით ხელს ვუწყობთ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და მშობლიური ენისადმი სიყვარულის გაღვივებას“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203