
საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში კვირეული იმართება, რომელიც მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს მოიცავს.
პირველი და მეორე კლასის ხელმძღვანელებმა - მავი წულუკიძემ და ლიანა დეკანაძემ, იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში განახორციელეს საინტერესო აქტივობა. კიდევ ერთხელ გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ფასდაუდებელი შრომა და ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები დედაენაზე, დიდი პედაგოგის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს და ქართველი ერის წინაშე მისი ფასდაუდებელი ღვაწლი აღნიშნეს.
იხილეთ ფოტოები: