ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაში
25-10-2023
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ.
სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლეები - ანდრია აბულაძე და ლანა ბერუაშვილი, ასევე, მე-7 კლასის მოსწავლე მაგდა ბერუაშვილი მონაწილეობდნენ საგაზაფხულო სეზონის მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტში“.
ბავშვებმა წარმატებით გადალახეს რამდენიმე ტური, დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატითა და ბრინჯაოს სიგელით ოქროს ტურში მიღწეული წარმატებისთვის. სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. „ვულოცავთ, მათ და მომავალში კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.