„იამ გაგვიღო ანბანის კარი და ცოდნის საგანძურში შევაბიჯეთ!“ - ლიის თემის N2 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
26-10-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ზარ-ზეიმით დაიწყეს. 

„გზად ია-ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო!“ „იამ გაგვიღო ანბანის კარი და ცოდნის საგანძურში შევაბიჯეთ!“... ამ სიტყვებით მიმართა ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებს, ღია გაკვეთილზე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლანა კაკაჩიამ და პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები და დაწყებითი კათედრის წარმომადგენლები. გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203