.jpg)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა ქართული ენის გაკვეთილი შემოდგომას მიეძღვნა.
მე-6 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ვაზგანუშ აკოპოაინის ხელმძღვანელობით, ღია ცის ქვეშ გავიდნენ და მიმდინარე ცვლილებებს დააკვირდნენ, შეიგრძნეს ბუნების მრავალფეროვნება და სილამაზე, აღწერეს მათი თვალით დანახული შემოდგომა, ასევე მოკრიფეს ხილი და ოქროსფერს შემოდგომას ხოტბა შეასხეს.
აქტივობა საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტო: