არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა „მოგზაურობა ცოდნის სამყაროში“ 
25-10-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში, X კლასის მოსწავლეების ორგანიზებით, ვიქტორინა - „მოგზაურობა ცოდნის სამყაროში“ გაიმართა.

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები. ვიქტორინის წარმატებით ჩატარებაში აქტიური წვლილი მიუძღვით სკოლის დირექტორს - მაია სიმონიძეს და ღონისძიების ობიექტურ ჟიურის, რომელიც დაკომპლექტებული იყო სკოლის მასწავლებლებით.

ღონისძიება ძალიან საინტერესოდ წარიმართა, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - დაკომპლექტებული მე-7 კლასის მოსწავლეებით, რომლის წევრებსაც გადაეცათ საჩუქარი და სიგელები.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მონაწილეებს ასეთი საზრიანი და საინტერესო ღონისძიების განხორციელებისათვის.

VII კლასის დამრიგებელი -  ზიზო ბურდული;
VIII კლასის დამრიგებელი -  სოფიკო კობაიძე;
IX კლასის დამრიგებელი -  ეკა პავლიაშვილი;
X კლასის დამრიგებელი - მაყვალა ბურდული.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203