
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და სასწავლო პროცესში სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და რესურსს მიმართავენ.
ბეჟანოს საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - გუანნა მკოიანმა საგაკეთლო პროცესი წარმართა აქტივობის - ვისწავლოთ თამაშით, გამოყენებით.
მოსწავლეებმა ფერადი ფურცლებით შექმნეს ვაგონები, მარცვლების დასახელებით ააწყვეს მატარებელი და მიიღეს შესწავლილი სიტყვები - „ჭკვიანი მატარებელი“.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: