წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო
24-10-2023

24-31 ოქტომბერს საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული აღინიშნება. გასულ კვირას გაეროს ბავშვთა ფონდმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიასთან ერთად საინფორმაციო შეხვედრები გამართა  სკოლების დირექტორებთან ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. საგანმანათლებლო შეხვედრას დაესწრო წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე დაესწრო. 

შეხვედრაზე განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის და კომუნიკაციის კომისიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ახალგაზრდებისათვის მედიაწიგნიერების მნიშვნელობის და არსებული რესურსების შესახებ.

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი შეხვედრაზე მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ფარგლებში შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის, საგანმანათლებლო სტანდარტსა და სახელმძღვანელოს გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ მედიაწიგნიერება სასწავლო პროგრამას არჩევით საგნად სექტემბრიდან დაემატა. ახლა კი საგანი სკოლებმა უნდა აირჩიონ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სკოლაში ეს საგანი უკვე ისწავლება. შეხვედრებზე მედიაწიგნიერების მასწავლებლებმა ისაუბრეს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე მუდამ ეცნობა განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებსა და დანერგილ სიახლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203