რუსთავის N9 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
15-05-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლის გუნდმა რუსთავის სკოლებს შორის გამართულ ინტელექტუალურ თამაში -„რა? სად? როდის?“ გაიმარჯვა. სკოლის გუნდი მე-9, მე-10, მე-11 და 12 კლასის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. გამარჯვებულ გუნდს თასი გადაეცა. გუნდის წევრები ასევე სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
პროექტი რუსთავის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და ახალგაზრდებში ინტელექტის ამაღლებასა და ჯანსაღი კონკურენციის დანერგვას ემსახურებოდა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს