იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავს წყალტუბოს N1 სკოლის მე- 3 კლასში საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
25-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე- 3 კლასში ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის თემა იყო - იაკობ გოგებაშვილის - „ცხრა ძმა ხერხეულიძე“.

გაკვეთილი იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავს მიეძღვნა.

სასწავლო პროცესს კლასის ხელმძღვანელი და საგნის მასწავლებელი ლ.ჩირგაძე უძღვებოდა. პედაგოგმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა და არაერთ აქტივობაში ჩართო. 

„მოსწავლეებმა ტექსტზე დაყრდნობით შექმნეს ნახატები, წერილები მისწერეს დიდ პედაგოგს და გმირ 9 ძმას. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მოსწავლეთა მადლიერების გამომხატველი სიტყვები ძია იაკობისადმი დედაენის და საინტერესო მოთხრობების შექმნის გამო“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203