
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
24 ოქტომბერს, სკოლაში მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასებს შორის გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
სკოლას წარმოდგენილი ჰყავდა 2 გუნდი: „მერცხლები“ და „მერანი“. შეჯიბრი კონკურენტულ გარემოში წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი. შეჯიბრი „მერცხლების“ გამარჯვებით დასრულდა.
სკოლაში პროექტს ორგანიზება გაუწია ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მერაბ აფხაზავამ.
იხილეთ ფოტოები: