ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
24-10-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში წარმატებით არიან ჩართულნი. 

ამჯერად სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. მოსწავლეებმა დასმულ კითხვებს წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გამოვლინდნენ შიდასასკოლო ტურის გამარჯვებულები, რომელთაც დიპლომები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს, როგორც სკოლის შიდა, ისე გარე,  კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს აქტიურად სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203