
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი დავალებები მოსწავლეებს განსაკუთრებულად მოსწონთ, რაც მათ სასწავლო მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, კოჩიოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგის - მარიანნა აკოფიანის ხელმძღვანელობით შეასრულეს მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება თემაზე - „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“.
მოსწავლეებმა ძველ და გამოუსადეგარ ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს და საინტერესო ნამუშვრები შექმნეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა, დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და სკოლის კედელი ორიგინალური ნივთებითაც დაამშვენეს.
იხილეთ ფოტოები: