
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთის ფერად სამყაროში იმოგზაურეს.
პატარებმა, მასწავლებელ - ხათუნა ზაზაძესთან ერთად, დიდი ზარ-ზეიმით, მოტივაციითა და ენთუზიაზმით დაიწყეს ანბანის შესწავლა.
ანბანის შემობრძანებას დიდი სიხარულით და აღფრთოვანებით შეეგებნენ, წარმოთქვეს ანბანზე ლექსები და სიმღერები, ასევე გამოძერწეს და გააფერადეს ასო-ბგერები.
მოსწავლეებმა, ემოციებით დატვირთულებმა შეაბიჯეს საანბანო პერიოდში და მის სწავლას დიდი შემართებით შეუდგნენ.
ბავშვებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, ხალისიანი და შთაბეჭდილებით აღსავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: