საცხენისის საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ კვირეული ჩატარდა
15-05-2018
საცხენისის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლალი ფრეწუაშვილის ხელმძღვანელობით კვირეული - „მოგზაურობა ვეფხისტყაოსანში“ ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაურეს თემაზე - „ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყნიდან ვართ“, პოემიდან საყვარელი სტროფები წაიკითხეს, „ვეფხისტყაოსანზე“ უცნაური ესე მოამზადეს და საყვარელი გმირი დაახასიათეს.
კვირეულის ბოლოს კი სკოლის აღსაზრდელებმა „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში ითამაშეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს