
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური კულტურის განვითარებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 22 ოქტომბერი - ხის დარგვის საერთაშორისო დღე.
ამ თარიღთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა აგროკლუბ „ნერგების“ ინიციატივით გამწვანების ღონისძიება მოაწყვეს.
მოსწავლეები აქციაში ხალისით ჩაერთნენ და პედაგოგებთან ერთად ნერგები დარგეს.
იხილეთ ფოტოები: