ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
24-10-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, კომპიუტერები გადაეცათ. 

განათლებისა და მეცნიერებს სამინისტროს წამახალისებელი საჩუქრით მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე მონდომებით გააგრძელონ სწავლა. 

„ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა ულოცავს წარჩინებულებს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებას და განათლების სამინისტროსგან ღირსეული საჩუქრის მიღებას. ვუსურვებთ წარმატებებს და ნათელ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203