წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
24-10-2023
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რაშიც მოსწავლეები საბრძოლო განწყობითა და დიდი შემართებით ჩაერთნენ.
სკოლაში, თამაში - „ტვინების ბრძოლა“, 23 ოქტომბერს ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ თამაშში აქტიურად ჩაერთნენ ორივე საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს ცოდნასა და ინტელექტში შეეჯიბრნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინა გაიმართა წესების დაცვით და ბოლოს, „კომისარმა“ გამოავლინა გამარჯვებული გუნდები.
მოსწვალეებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებს სკოლის დირექტორი მაია მესხი.
„მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი თამაშს და დამაჯერებლად გასცეს პასუხები დასმულ შეკითხვებს. ხალისი და ინტერესი იგრძნობოდა აუდიტორიაში. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით. წარმატებები გვინდა ვუსურვოთ თითოეულ მონაწილეს!“, - აღნიშნავს დირექტორი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“