თამარიანის საჯარო სკოლის პედაგოგები რეგიონულ კონფერენციაზე​ წარმატებით წარდგნენ
24-10-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის პედაგოგები - ირინე ბოჟაძე და ნონა ხარაშვილი კახეთის რეგიონულ კონფერენცია​ში მონაწილეობდნენ.

კონფერენცია, პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის (საგა) ორგანიზებით გაიმართა. 

შეხვედრა 13 ოქტომბერს, ლაგოდეხში სასტუმრო „როიალ პალასში“, მოეწყო,  სადაც თამარიანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ირინე ბოჟაძემ და ნონა ხარაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და შედეგები. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების, საგანმანათლებლო რესურს ცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების ლიდერები ესწრებოდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მიზანი იყო ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც არაფორმალური განათლების გზით, მოსწავლეებში პროფორიენტაციისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო რეგიონებში სასკოლო ცხოვრებას ხდის მრავალფეროვანს, მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203