შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში
24-10-2023

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, მრავალფეროვანი ნომრებითა და შემოდგომის მოტივებით განმსჭვალული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძება 23 ოქტომბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. 

ქართული დროშის ფონზე შესრულებული ნაციონალური ცეკვები, ფოლკლორული ნომრები, ტრადიციული საშემოდგომო კუთხე და საზეიმო განწყობა - ასეთი იყო ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეთა მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. 

შთამბეჭდავმა ზეიმმა, სრულიად სასკოლო საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა და მათი განწყობა აამაღლა. 

გიმნაზიაში, ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების გაზიარებას დიდი ყურადღება ეთმობა, რისი თვალსაჩინო მაგალითიც არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიებაა, რაშიც მოსწავლეები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით ერთვებიან. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203