ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ნამუშევრები მიუძღვნეს
24-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და  კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, მეათეკლასელებმა პედაგოგის - ივეტტა პეტროსიანის ინიციატივით, დახატეს და გამოფინეს თავიანთი ნახატები შემოდგომის შესახებ.

მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში, თავიანთი თვალით დანახული შემოდგომა ფერადი ფანქრებით, ფურცელზე გადაიტანეს და საკლასო ოთახი მრავალფეროვანი ნამუშევრებით გააფორმეს. 

აქტივობა საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203