დიდაჭარის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა პრაქტიკული დავალებებით გაჯერებული გაკვეთილი
24-10-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში, საინტერესო და მოსწავლეთა სურვილებს მორგებული საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს.

მასწავლებლის - მერი გობაძის ხელმძღვანელობით, მეოთხე კლასში საინტერესო პრაქტიკული დავალებებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა. 

მოსწავლეებმა, „სამასი არაგველისა“ და „სამასი სპარტელის“, შედარებითი ანალიზი ვენის დიაგრამით წარადგინეს.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, თავიანთი მოსაზრებები თამამად დააფიქსირეს და საგაკვეთილო თემის ირგვლივ, დამაჯერებლად და არგუმენტირებულად იმსჯელეს. 

გაკვეთილი საინტერესო, პროდუქტიული და ინტერაქციული იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203