„დავიცვათ  საქართველოს სისუფთავე!“ - ივანდიდის საჯარო სკოლის საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი და ეკოლოგიაზე მზრუნველი მოსწავლეები
24-10-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მათ შორის აღსანიშნავია პროექტი „დავიცვათ  საქართველოს სისუფთავე“. მიმდინარე პროექტის ფარგლებში ეკოკომიტეტის ხელმძღვანელობით, მოეწყო ექსკურსია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მთავარი მიზანი იყო, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი ენდემებისა და შემოტანილი სახეობების  გაცნობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობის გააზრება.

„ეკოკომიტეტი და პროექტზე მომუშავე გუნდი, ექსკურსიის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორის მ/შ-ს ლია ჩიხლაძეს და სასკოლო ტრანსპორტის მძღოლს - დიტო ბუაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა კიდევ ერთი აქტივობა.

მოსწავლეებმა, პედაგოგ იამზე ფანცულაიას ხელმძღვანელობით, შეაგროვეს მაკულატურა და გადაცვალეს ქულებში, რომლის  საშუალებითაც მხატვრული ლიტერატურის რამოდენიმე წიგნი შეიძინეს. ლიტერატურას მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას გადასცემენ. 

პროექტის ფასილიტატორი იამზე ფანცულაია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203