სპორტული დღეები და პირველობისთვის მებრძოლი მოსწავლეები - საინტერესო პროექტი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
24-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წახალისებასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, მიმდინარეობს პროექტი - „სპორტული ქალაქი ოლიმპო“, რომელიც დაფინანსებულია სამოქალაქო განათლების პროგრამისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტის“ მიერ. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლაში ტარდება ტურნირი სპორტის ორ სახეობაში: ხელბურთსა და კალათბურთში.

ამჯერად, მე-7 - მე-8 კლასების ფინალური შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც გაიმარჯვა VII კლასის მოსწავლეთა გუნდმა, შემდეგი შემადგენლობით: ლიზი სამანიშვილი, ბარბარე ჯალაღანია, ნინი დავითულიანი, იაკო ჯიქია, ნუცა დარბაიძე, ანა ფანცხავა და ლიკა ონიანი.

კლასის დამრიგებელი კი, თამარ გრიგოლია გახლავთ. 

სკოლაში, პროექტის სპონსორებს ხელშეწყობისთვის და პედაგოგებს კი საინტერესო აქტივობებისთვის დიდი მადლობას უხდიან. 

„დიდი მადლობას ვუხდით პროგრამის სპონსორებს, სკოლის პედაგოგებს პროექტის ორგანიზებისთვის. მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მოზარდ თაობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203