
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში საანბანო პერიოდი დიდი ჟრიამულით დაიწყო.
მოსწავლეებმა, პედაგოგ - ბელა ჟორჟოლიანთან ერთად, თავგადასავლებით სავსე ანბანეთში შეაბიჯეს და მის შესწავლას დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები საქართველოზე, მასწავლებელზე და დედა ენაზე, ასევე სხვადასხვა სახალისო აქტივობა შეასრულეს და დღე შთამბეჭდავად გაატარეს.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება ემოციებით დატვირთული, მრავალფეროვანი და ხალისიანი აღმოჩნდა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნა და მათ განწყობაზე ზრუნვა.
იხილეთ ფოტოები: