
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში, ისტორიის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა-გამოფენა გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ქვის ხანის შესახებ ისაუბრეს და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარდა პლაკატებისა და სურათებისა, გამოფენილი იყო მოსწავლეების ხელნაკეთი ნამუშევრები, რომლებიც იმ დროინდელი ექსპონატების ინსპირაციით შეასრულეს.
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა უძველესი პერიოდის ცივილიზაციის და არქეოლოგიის, როგორც დარგისა და კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი წყაროს შესახებ.
შეხვედრა-გამოფენა ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: