„უჯრედის სტრუქტურა“ - იხტილის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლალა კარაგებაკიანმა სასწავლო რესურსი შექმნა
24-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათი ძლიერი მხარეების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამ მიდგომით კი, სკოლას, არაერთი ნიჭიერი მოსწავლის ნამუშევარი ამშვენებს, მათ შორისაა მე-7 კლასის მოსწავლე -  ლალა კარაგებაკიანი, რომელმაც ბიოლოგიის გაკვეთილზე, თვალსაჩინოებისთვის შთამბეჭდავი რესურსი შექმნა. 

„უჯრედის სტრუქტურა“ -  გახლდათ მოსწავლის ნამუშევარი, რომელმაც მასწავლებლისა და თანაკლასელების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ თავისუფალი გარემო, სადაც თავიანთ შესაძლებლობებს საუკეთესოდ წამოაჩენენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203