ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
24-10-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს. 

პრეზენტაციის თემა - „მოლი ნივთიერების რაოდენობაა“, გახლდათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნორჩმა ქიმიკოსებმა ექსპერიმენტის საშუალებით დაადგინეს წყლის მოლეკულების რაოდენობა, შემდეგ კი დაამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს თემში. 

საინტერესო აქტივობებს კი, პედაგოგი - მარინე თოდრია ხელმძღვანელობდა. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქიმიკოსები, მოსწავლეები თუ ქიმიის გულმხურვალე მოყვარულები 23 ოქტომბერს მოლის დღეს აღნიშნავენ. ქიმიკოსთა დღესასწაული ავოგადროს კანონის, ამადეო ავოგადროს მიერ შემოთავაზებული ჰიპოთეზის უკვდავყოფას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203