საბეჭისის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის კლუბმა - „გეოიდი“ მუშაობა განაახლა 
24-10-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გეოგრაფიას დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან. 

სკოლაში მუშაობა განაახლა გეოგრაფიის კლუბმა - „გეოიდი“. კლუბის კურატორი ნინელი ვიბლიანი გახლავთ. კლუბში კი გაწევრიანებულია 12 მოსწავლე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის მუშაობის მიზანია მოსწავლეებში გეოგრაფიის საგნისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობის უნარების განვითარება. ასევე, მოსწავლეებში ბუნების მიმართ ინტერესის, გარემოსდაცვითი ცნობიერების და ეკოლოგიური კულტურის ამაღლება.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203