ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
24-10-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ანა ლიპარტელიანი, ქრისტინე ჩანქსელიანი და ნიკა ბენიძე ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ისეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება, როგორც დღემდე. 

„გილოცავთ, ბავშვებო მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვების გახარებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მოტივაციის მნიშვნელობას გოეთეს სიტყვებით უსვამენ ხაზს - „სწავლება ბევრს ნიშნავს, წახალისება კი - ყველაფერს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203