ოქტომბრის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ არსებულ დირექტორს - თენგიზ ჩხიკვაძეს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა 
24-10-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, არჩევნები ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, კანდიდატს მიეცა საშუალება, მშვიდ გარემოში გაეკეთებინა პრეზენტაცია და წარმოედგინა ხედვა სკოლის განვითარებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩატარდა ფარული კენჭისყრა.

სამეურვეო საბჭომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, ოქტომბრის საჯარო სკოლის ამჟამინდელ დირექტორს - თენგიზ ჩხიკვაძეს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა.

სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ, თენგიზ ჩხიკვაძეს კი არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. 

„მთელი სასკოლო საზოგადოება ვულოცავთ დირექტორს ამ წარმატებას და დარწმუნებულები ვართ რომ, ბატონი თენგიზის სწორი მენეჯმენტით საჯარო სკოლა კიდევ უფრო ბევრ წარმატებებს მიაღწევს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევნები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203