დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
24-10-2023

მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. ამასთან ექსკურსია ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით უნარებს და ამაღლებს მოტივაციას.

ახლახან, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ხატია ხარაიშვილის ხელმძღვანელობით დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.

ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი და მუზეუმში წარმოდგენილი, მხატვარ - თინათინ ცხადაძის ნამუშევრების გამოფენა.

მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203