
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის - მეგი ფარჯიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საქართველოს ისტორიული ნაწილის - აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
დამსწრეთა შორის იყვნენ უშუალოდ აფხაზეთიდან დევნილი, წარსულში განვითარებული მოვლენების მომსწრე მიწვეული სტუმრები: სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო წიფიანი და მასწავლებლები - ინეზა კორძაია და ნანა დევდარიანი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათმა მონათხრობმა გააცოცხლა და ცხადად მიიტანა დამსწრე საზოგადოებამდე ის მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველი ქართველის ტკივილია.
სკოლაში მადლობას უხდიან ყველას, ვისაც ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი.
„ჩვენი სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორს, მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს ესოდენ საინტერესო და ემოციური ღონისძიებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: