
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ლამაზად და სუფთად წერის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ.
სწორედ, ამიტომ მე-3 კლასში პედაგოგ მანანა გვასალიას ხელმძღვანელობით კალიგრაფიის კონკურსი - „ჩვენ ნორჩი კალიგრაფები ვართ!“ ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა უმრავლესობამ ზედმიწევნით დაიცვა ქართული ანბანის გრაფიკული მოხაზულობა და ინდივიდუალურობა წარმოაჩინა.
მათ ასევე შესანიშნავად გამოავლინეს კალიგრაფიული ნიჭი და უნარები.
კლასში გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები, ბოლოს კი საუკეთესო ნაწერების გამოფენა მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები ლამაზად წერის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: