„ჩვენ კალიგრაფიის მარგალიტები ვართ!“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებისთვის ლამაზად წერის კონკურსი ჩატარდა 
24-10-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო კონკურსებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-4 კლასში, პედაგოგ ლუიზა ფირცხელავას ხელმძღვანელობით კალიგრაფიის კონკურსი - „ჩვენ კალიგრაფიის მარგალიტები ვართ!“ ჩატარდა.

კონკურსზე მოსწავლეებმა კალიგრაფიული ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები, საუკეთესო ნამუშევრები კი „ყოჩაღების“დაფაზე გამოიკრა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსი მიზნად, ლამაზად წერის პოპულარიზაციას ისახავდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203