
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა სადღესასწაულო ვითარებაში დაიწყეს.
1-ელ კლასში, პედაგოგ ნანა არჩაიას ხელმძღვანელობით, „ანბანის ზეიმი“ მოეწყო და ასე შეაბიჯეს მათ „ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში“.
მასწავლებელმა მათ გაკვეთილზე საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, რომლებიც ბავშვებმა დიდი ინტერესითა და ხალისით შეასრულეს.
ისინი დიდი მონდომებით აკვირდებოდნენ და კითხულობდნენ ახალ ასოებს.
ეს დღე პირველკლასელთათვის დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.
სკოლაში მათ წარმატებებს და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ.
„საყვარელო პატარებო წარმატებული იყოს თქვენთვის ცოდნის სამყაროსკენ სავალი გზა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: