
ამჯერად, ბიბლიოთეკას მე-3 ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებლის - ლეილა ღვინტიძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ.
გაკვეთილის თემა: „წიგნი და შემოდგომის სიმფონია“ გახლდათ. მესამეკლასელები საინტერესო ნაწარმოებებს გაეცნენ, შემოდგომაზე ლექსები წაიკითხეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
„მოსწავლეები მოეფერნენ წიგნსა და შემოდგომას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ ასევე ხელნაკეთი წიგნების გამოფენა მოაწყვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები ტარდება.
იხილეთ ფოტოები: