თბილისის N208 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა „ანბანეთის” ზღაპრულ სამყაროში
24-10-2023
თბილისის N208 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, პედაგოგმა - ქეთევან გონგლაძემ 1-ელ2 კლასში ჩაატარა საინტერესო და სახალისო გაკვეთილი - “ანბანის შემობრძანება”.

პედაგოგმა მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეები გაეცნენ პირველ ასო-ბგერას, სიტყვას, პირველ წინადადებას, „ა”-სა და „ი”-ს მოხაზულობას, გააფერადეს აპლიკაციები, გამოძერწეს ასო-ბგერები. სლაიდების საშუალებით გაეცნენ ანბანისა და დედაენის შექმნის ისტორიას, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე, იხილეს და იმოგზაურეს „ანბანეთის” ზღაპრულ სამყაროში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203