ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა მასწავლებლებს ღონისძება მიუძღვნეს
23-10-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მასწავლებლების ღვაწლი და შრომა, რომელსაც მოსწავლეთა განათლებაში დებენ დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი ნანა მალაყმაძე გახლავთ, ამ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

მეხუთეკლასელებმა მასწავლებლის პროფესიის შესაძებ ისაუბრეს, აღნიშნეს ის შრომა, რომელსაც ისინი დებენ მათ განათლებაში და მადლობა გადაუხადეს.

„მოსწავლეები აღმზრდელებს თბილი სიტყვებით მოეფერნენ და ეს დღე მათ ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობაში ბავშვები ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203