არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დედაქალაქს ესტუმრნენ 
23-10-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საინტერესო, შემოქმედებით და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2023“-ის ნახევარფინალისტი, არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მარადმწვანე“ სასწავლო ექსკურსიაზე თბილისში იმყოფებოდა. მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი და მთაწმინდა მოინახულეს. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და მოგონებები დააგროვეს. 

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის ხელმძღვანელი ქიმიის წამყვანი მასწავლებლი ნათელა ბუთხუზია.

„ეკოკლუბი მადლობას უხდის დედოფლისწყაროს მერიას ექსკურსიის ორგანიზებაში დახმარებისთვის. ასევე, მასწავლებელი ნათელა ბუთხუზი მადლობას უხდის დედოფლისწყაროს მერიას, მერს ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშავილს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203