ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის ფულადი ჯილდო მოიპოვეს
23-10-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტივი, ბიოლოგიის პედაგოგ ლელა სილაკაძის ხელმძღვანელობით, მიმდინარე გარემოსდაცვით პროექტს შეუერთდა. 

სკოლა პროექტში 21 ოქტომბერს ჩაერთო. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი შპს „საქნახშირის“ მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა ახალსოფლის ტბის სანაპირო ზოლი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ნორჩმა აქტივისტებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებაში და საპრიზო ადგილის შესაბამისად, მოიპოვეს ფულადი ჯილდო - 200 ლარი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხით მოსწავლეები გეგმავენ სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრებას სამეცნიერო ლიტერატურით.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203