„მინდა ვიყო ჯანმრთელი“- განჯალის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
23-10-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „მინდა ვიყო ჯანმრთელი“ გაიმართა. მასში მე-7, მე-8, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. პროექტის ფარგლებში მათ ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაამუშავეს და პრეზენტაცია ააწყვეს. 

გარდა ამისა, მათ შეადგინეს ჯანსაღი კვების მენიუ და პოსტერები და ბროშურები ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტების შესახებ დაამზადეს. მათ არაფორმალური განათლების დამხმარე მასწავლებელი - მარიამ პეტრუზაშვილი და ინგლისური ენის მასწავლებელი - ნათია ქართველიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203