მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში მასწავლებლებთან, მშობლებთან და უფროსი ასაკის მოსწავლეებთან, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. მისი დევიზი იყო - „კიბო განაჩენი არ არის“.
შეხვედრის მონაწილეები შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცნობიერება აიმაღლეს. აქტივობაზე მათ საინფორმაციო პლაკატიც ჰქონდათ წარმოდგენილი.
შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: