„დედაენასთან ზიარება...“ - საზეიმო გაკვეთილი ყელქცეულის საჯარო სკოლაში
23-10-2023

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში საანბანო პერიოდი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

„დედაენასთან ზიარება...“ - ასე უწოდეს ანბანის შემობრძანებას სკოლაში, ზეიმზე პირველკასელებმა ანბანის სამყაროში იმოგზაურეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

დამრიგებლის - ციური ხეჩუაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საზეიმო განწყობით დაიწყეს ანბანის შესწავლა. 

სკოლაში, მოსწავლეების წინსვლასა და საინტერესო მომავალს უსურვებენ. 

„წარმატებული მომავალი ბავშვებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203