სენაკის N1 სკოლაში ისტორიის მოყვარულთა წრე „ეგრისი“ წარმატებით მუშაობს 
24-10-2023

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში ქვეყნის ისტორიის და კულტურის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში შეიქმნა ისტორიის მოყვარულთა წრე „ეგრისი“. წრის სამიზნე ჯგუფს საბაზო საფეხურის - VII-XI კლასები მოსწავლეები წარმოადგენს. 

ამჟამად კლუბში გაწევრიანებულნი არიან: 

  1. ანასტასია ჯიხაია;
  2. სოფიო სულეიმანოვა;
  3. ლენა სებისკვერაძე;
  4. თამარ ხუბუა;
  5. გიორგი ტორჩინავა;
  6. ნინო კუპრავა;
  7. ნინო მაშავა;
  8. ნინო კინწურაშვილი;
  9. ანა კუპრავა;
  10. ტატიანა ზავრაჟნაია.

18 ოქტომბერს, ისტორიის მოყვარულთა წრის წევრთა მონაწილეობით გასვლითი აქტივობა მოეწყო. მოსწავლეები ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ესტუმრნენ. მათ ყურადღებით დაათვალიერეს მუზეუმი. დიდი  ინტერესი გამოიწვია  უძველესი პერიოდის არტეფაქტებმა. გაიხსენეს ისტორიის გაკვეთილებზე შესწავლილი მასალა, კიდევ ბევრი რამ გაიგეს იმ მნიშვნელოვან  მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დაამჩნიეს  ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.  

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი  სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.

მოსწავლეთა ისტორიის მასწავლებელი ნესტან გოგოხია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203