ახალქალაქის N1 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წესებისა და პროცედურების სრული დაცვით წარიმართა
23-10-2023
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში, 13 ოქტომბერს, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მანამდე კი მოსწავლეებმა საარჩევნო აქტივობები განახორციელეს, კანდიდატებმა კი საარჩევნო პროგრამები წარმოადგინეს.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით მოსწავლეთა გამჭვირვალობისა და თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“