
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში I, II და III კლასებს შორის „ტვინების ჭადრაკი“ ჩატარდა.
როგორც სკოლაში ამბობენ, ტურნირის ორგანიზატორები სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრები - ალეკო ღონღაძე და რიტა ქურასბედიანი იყვნენ.
შეჯიბრში მოსწავლეებმა სხარტი აზროვნება და ჭადრაკის ცოდნა წარმოაჩინეს.
I ადგილი მე-3 ა კლასის მოსწავლემ, ნოე ჩაკვეტაძემ დაიკავა, II ადგილის მფლობელი მესამეკლასელი ლუკა კუხალაშვილი გახდა, ხოლო III ადგილზე, მე-3 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ კვიცარიძე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და შეჯიბრებები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში მეტად რთავს.
იხილეთ ფოტოები: