
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, საინტერესო აქტივობებით ბუნების გაკვეთილი გამოირჩეოდა.
გაკვეთილზე მოსწავლეები ციურ სხეულებს გაეცნენ, პლანეტების განლაგებაზე იმსჯელეს, გლობუსის გამოყენებით კონტინენტები შეისწავლეს და ცოდნა აიმაღლეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს სწავლისადმი ინტერესს მეტად უღრმავებს.
იხილეთ ფოტოები: