
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის IX კლასის ისტორიის პედაგოგმა - ლევან ბანძელაძემ და მისმა მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს და პრეზენტაცია მოამზადეს.
მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს, რომელიც მეფის ვახტანგ VI-ის ცხოვრებას ასახავდა.
მოსწავლეებმა, თავიანთი აზრი დააფიქსირეს მეფის სუსტსა და ძლიერ მხარეებზე, იმსჯელეს მის მოღვაწობაზე და იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ მდომარეობაზე.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის ბოლოს პედაგოგმა და დირექტორის მოადგილემ - მაია ფხაკაძემ მოსწავლეები სიგელებით წაახალისეს და სამომავლოდ, მოტივაციაც აუმაღლეს ახალი პროექტების შესაქმნელად.
იხილეთ ფოტოები: