სენაკის N1 სკოლის პირველკლასელთა ჯადოსნური მოგზაურობა ანბანეთში
23-10-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში ანბანის სწავლა მოსწავლეებმა საზეიმოდ დაიწყეს.

I კლასის მასწავლებელმა, ი. შარტავამ „ანბანეთში მოგზაურობა“ ბავშვებს დღესასწაულად უქცია. მათთვის კლასში საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა. ბავშვებმა აღნიშნული აქტივობები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით შეასრულეს. ისინი ახალ ასოებს დიდი ინტერესით გაეცნენ და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

გაკვეთილი ბავშვებისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო. 

„მარად გაუხუნარი, ჭირთამძლე, მტრისგან აუღებელი და სათაყვანებელი ქართული ანბანი. იასავით ნაზი და სათუთი, იაკობის რუდუნებით აკიაფებული ლამპარი. „აი ია“,  საოცრების დასაწყისი, საუკუნეს რომ ანათებს ძალა მისი“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203